ტრამპი: რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება ობამას ბრალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთება მისი წინამორბედის ბრალია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„ობამას ადმინისტრაციამ უფლება მისცა რუსეთს, მიეერთებინა უკრაინის დიდი ნაწილი. ეს ობამას რეჟიმის დამსახურებაა,“- განაცხადა ტრამპმა.

უკრაინის ტერიტორია ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის 18 მარტს მოახდინა. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია. ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება ტერმინ „ანექსიას“ და როგორც ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია.

/</a></iframe>