ტრამპი: „რუსეთი და ჩინეთი ვალუტების გაუფასურების თამაშს თამაშობენ“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და ჩინეთს საკუთარი ვალუტების გაუფასურებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

„რუსეთი და ჩინეთი ვალუტების გაუფასურების თამაშს თამაშობენ, როდესაც აშშ განაკვეთს ზრდის. ეს მიუღებელია!“ – წერს ტრამპი.

როგორც Reuters-ი წერს, პრეზიდენტის განცხადება ეხება მისი აზრით უსამართლო სავაჭრო უპირატესობას – როდესაც ქვეყნის ვალუტა ხელოვნურად არის გაუფასურებული, მისი საექსპორტო პროდუქცია უფრო კონკურენტულია.