ტრამპმა ადამიანის მთვარეზე დაბრუნების ბრძანება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ NASA-მ დაიყოს მუშაობა ადამიანის მთვარეზე და მარსზე გაგზავნაზე. მან ხელი მოაწერა NASA-ს პოლიტიკის დოკუმენტს, რომლითაც დაავალა სააგენტოს, რომ ფოკუსი გადაიტანოს ამერიკის კოსმოსური პროგრამებზე, კერძოდ ადამიანის მიერ კოსმოსის კვლევაზე. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ ამ დოკუმენტის ხელმოწერა „დიდი ნაბიჯია, რათა ამერიკამ დააბრუნოს ასტრონავტები მთვარეზე პირველად 1972 წლის შემდეგ“.

ტრამპის თქმით, ამჯერად აშშ მთვარეზე დროშისა და ფეხის ნაკვალევის დატოვებით არ დაკმაყოფილდება, არამედ შეიქმნება საფუძველზე მარსის მისიისთვის. როგორც AP წერს, მსგავსი იდეები უფროს და უმცროს ბუშებსაც სურდათ, თუმცა, ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა.

ახალი პოლიტიკის დოკუმენტი აშშ-ს მთავრობისა და მოკავშირე ქვეყნების ახლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

">