ტრამპი: გერმანია რუსეთის ტყვეობაშია

აშშ-ს პრეზიენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანია რუსეთის მძევალია. CNN-ის ინფორამციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სამუშაო საუზმემდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან გაზსადენ „ჩრდოლოეთი ნაკადი-2“-სთან დაკავშირებით გააკეთა.

„ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. გერმანია რუსეთის ტყვეობაშია. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

">