ტრამპის თქმით, აშშ-მ ნორვეგიას თამაშის Call of Duty-ის შეიარაღება მიჰყიდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერმინისტრთან ერნა სულბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ აშშ-მ ნორვეგიაF-52 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჰყიდა. პრესკონფერენცია თეთრ სახლში იმართებოდა.

როგორც BBC წერს, სამხედრო თვითმფრინავი F-52 მხოლოდ კომპიუტერულ თამაშშCall of Duty-ში არსებობს.

„ნოემბერში ჩვენ დავიწყეთ F-52 და F-35-ების მიწოდება. სულ 52 ცალი გვაქვს და ზოგიერთი მათგანი ვადაზე ადრე ჩავაბარეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც ჩანს პრეზიდენტმა თვითმფრინავების რაოდენობას – 52 – მიუსადაგა „F“, რომლითაც ამერიკულ გამანადგურებლებს აღნიშნავენ (F-15, F-16, F-22, F-35).

უახლესი მულტიფუნქციური სამხედრო თვითმფრინავის F-35-ის მწარმოებელი Lockheed Martin-ის განცხადებით, ამჟამად კომპანიაში F-52-ის პროგრამა არ არსებობს.