TBC ბანკის საქმე – არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ბრიუსელში პრობლემურ საკითხებს TBC ბანკის საქმეც დაემატა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელში მედიასა და სასამართლო სისტემაში შექმნილი პრობლემების გარდა, TBC ბანკის საქმეზეც ისაუბრეს.

“ღია საზოგადოების ფონდი” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, საუბრის მთავარი თემაა, როგორ ასრულებს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა როგორ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, იმ პრობლემებს, რომელიც ამ დრომდე ბრიუსელში გამართული ვიზიტების განხილვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა, TBC ბანკის საქმეც დაემატა.

„აქ არ არის საუბარი ერთ ყოფით შემთხვევაზე, აქ საუბარია საბანკო სფეროზე, რაც ერთ-ერთი გარანტია უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის, ამიტომ მგონია ხელისუფლებას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. რეალურად ქვეყანაში, სადაც არსებობს პროკურატურის პრობლემა, სასამართლოს მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქ მოლოდინი რომ პროცესი წარიმართება ღიად და გამჭვირვალედ, დაბალია,“-ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორებისგან კონკრეტული მითითებები უნდა მიიღოს.

">