Time: “წლის ადამიანი” კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საუდის არაბეთის პრინცი გახდა

საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი “წლის ადამიანი” გახდა, ჟურნალ Time-ის რეიტინგის მიხედვით. ხმის მიცემის შედეგები ჟურნალმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა.

მონარქს, მკითხველების 24% დაუჭირა მხარი.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს 2017 წლის ივნისში მეფემ ძალაუფლება გადასცა.

ნოემბრის დასაწყისში ის ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლების მასობრივი დაპატიმრებები.

5 ნოემბერს, კომიტეტმა 11 პრინცის დაკავების  გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, დააკავეს 30 ყოფილი და მოქმედი მინისტრი და ბიზნესმენი. მათ ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიღო 3%, ის გერმანიის კანაცლერთან, ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, რომის პაპთან და პოპულარულ ამერიკელ ტელეწამყვანთან, ჯიმი კიმელთან ერთან, მეხუთე ადგილზეა.

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მეექვსე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რეიტინგის ლიდერი, ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი იყო.

ცნობისათვის, ჟურნალი Time “წლის ადამიანის” რეიტინგს 1927 წლიდან ატარებს.

 

">