Tesla დასაქმებულებს 2024 წლიდან საათობრივ ანაზღაურებას უზრდის

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ნევადის ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა ანაზღაურება საათობრივად ითვლება, აცნობა, რომ მომავალი წლის იანვრიდან ხელფასებს 10%-ით უზრდის.
ამის შესახებ CNBC კომპანიის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება. ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშები, რომლებიც საათში 20 დოლარს საათში გამოიმუშავებენ, 22 დოლარს მიიღებენ, ხოლო მაქსიმალური ანაზღაურება 30,65 დოლარიდან 34,5 დოლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, თანამშრომლები რომლებიც ამჟამად საათში იღებენ 26,2-იდან 30,65 დოლარამდე, მაქსიმალურ ანაზღაურებაზე გადავლენ.
ამ წლის დასაწყისში, სამმა დიდმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მა, Ford Motor-მა და Stellantis-მა, ინდუსტრიულ გაერთიანებასთან United Auto Workers (UAW) ხელფასების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
იაპონურმა კომპანიებმა Honda Motor-მა და Toyota-მ ასევე გაზარდეს ანაზღაურება პროფკავშირების არაწევრი ამერიკელი თანამაშრომლებისთვის.