თეონა კონტრიძე: სახლი რომელიც „რუსთავი 2“-მა აჩვენა, არის ჩემი და არა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის

მომღერალი თეონა კონტრიძე „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს სოცალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში ნაჩვენები სახლი, არა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის, არამედ მისი საკუთრებაა.

„ამჟამად ვიმყოფები კახეთში, კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი. რას ვხედავ : შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის  „ოლიგარქული“ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე( უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყვეს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას … სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ ….. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონი გზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა…. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“,-წერს თეონა კონტრიძე.

ამჟამად ვიმყოფები კახეთში , კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი . რას ვხედავ : შუქდება…

Posted by Teona Kontridze on შაბათი, 27 ოქტომბერი, 2018

">