თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით – იაშვილის კლინიკის დირექტორი

იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობამ დეკემბრის თვესთან შედარებით, იკლო. მისი თქმით, H1N1 შტამის ვირუსის პიკი პედიატრიაში ახლა გადავლილია, თუმცა მეორე ტალღას ის თებერვალში ელოდება.

„დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს დილით იაშვილში წევს 63 პაციენტი წევს, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში – მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას,“- განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ სააფთიაქო ქსელში გუშინ უნდა შევსებულიყო მედიკამენტების და პირბადეების მარაგი, ჯერჯერობით ზოგიერთ აფთიაქში ისევ დეფიციტია. „კურიერმა“ რამდენიმე აფთიაქი გადაიღო.

">