„თეა წულუკიანს ვურჩევდი, სჯობს, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის“

იუსტიციის მინისტრის მიერ, კოპენჰაგენში გაკეთებულ განცხადებას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა. ჭიჭინაძე წულუკიანს ურჩევს, „7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის“.

„თეა წულუკიანს ვურჩევდი, სჯობს, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის, ისინიც იყვნენ 7 ნოემბერში გახვეული. არასამთავრობო ორგანიზაციები ხან გაგაკრიტიკებს, ხან არ გაგაკრიტიკებს. ბოლო პერიოდში კი ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებს“, – დასძინა დავით ჭიჭინაძემ.

 

">