„თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან“

საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა ტექნიკური საკითხია და დიპლომატიურ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს. დავით ზალკალიანის განცხადებით, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა.

„ეს არის მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს პროცედურები იყოს მოწესრიგებული. ეს არის ტექნიკური საკითხი და ამას არანაირი კავშირი და ბმა არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იქ ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები და მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან უკვე დაიწყო ამ ზომების გატარება“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

/</a></iframe>