24-ე სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისში 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების თქმით, სკოლის წინ მდგარ მოსწავლეებს უცნობმა გამვლელმა სიგარეტის გამო შენიშვნა მისცა. სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცივი იარაღი, რომლის გამოყენებაც არ მომხდარა, თუმცა თვითმხილველი აცხადებს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ხელი სისხლიანი ჰქონდა. დირექტორისთვის უცნობია, ეკუთვნოდა თუ არა ცივი იარაღი სკოლის რომელიმე მოსწავლეს. ამჟამად სკოლის დირექტორთან სამართალდამცველები იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

/</a></iframe>