„თბილისის მერის გადაწყვეტილება „სითი პარკთან” დაკავშირებით სამართლიანი და სამართლებრივად სწორია“

„მინდა გამოვეხმაურო ბატონ კახა კალაძის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან” ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გახლავთ იურიდიული პირი, რომელიც წლების მანძილზე არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს. პასუხისმგებლობის დიდი  ნაწილი იმ ქაოსზე, რომელიც გადაადგილების კუთხითაა თბილისში შექმნილი, ეკისრება თავად „სითი პარკს”.

აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილება პირველ რიგში არის სამართლიანი და ასევე  სწორი სამართლებრივადაც. მჯერა, რომ აღნიშნული ცვლილება დიდ კომფორტს მოუტანს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს.” – აღნიშნული განცხადებით გახსნა დღეს კომიტეტის სხდომა სოფო კილაძემ.

">