TBC ბანკის საქმეს შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს

TBC ბანკის საქმეს ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს – ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

როს უილსონის განმარტებით, TBC ბანკის საქმის წარმოებას, მიღებულ დასკვნასა და ამ დასკვნის შესახებ გაცემულ განმარტებებს  ქვეყნის რეპუტაციისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

უილსონის თქმით, საზოგადოებისთვის TBC ბანკის საქმის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა ითამაშონ.

შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს ამ საქმეს. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ როგორ დასრულდება საქმე და როგორ განხორციელდება დასკვნის მიღება. იმას, თუ როგორ მოხდება ამ დასკვნის განმარტება, სარგებლის მომტანი ან დამაზიანებელი ეფექტი ექნება საქართველოს რეპუტაციისთვის ბიზნესის წარმოების კუთხით.

“საქმის გარშემო განმარტებების გაცემაში, მათ შორის, თუ რა მოხდა და რატომ , რა არის შედეგი და როგორ გააგრძელებს ქვეყანა წინსვლას, მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა ითამაშონ“- განაცხადა უილსონმა.

">