TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

„ის, რაც ხდება TBC ბანკის გარშემო ხდება, უკავშირდება პირველ რიგში სწორედ ანაკლიის პროექტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების მქონე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის,“ -აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით,  საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მიმდინარე საქმეზე იქნება უფრო ადექვატური, რაც უფრო მეტად მოეფინება ნათელი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ან საერთოდ ჩაიშალოს ეს პროექტი, ან თუ მისი საბოლოო ჩაშლა ვერ მოხდება ამ პროექტის მართვის სადავეები ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა ან მასზე დაქვემდებარებულმა პირებმა. ვფიქრობ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორიც და შესაბამისად მოველი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება იქნება ბევრად უფრო მკვეთრი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

">