თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.

ვახტანგ ბალავაძე პირველად ჩემპიონი 1954 წელს ტოკიოში გახდა, სამი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სტამბოლში მეორედ დაეუფლა .

">