თავდაცვის მინისტრმა რიგითი გოგა გოგლიჩაძე გმირული საქციელისთვის დააჯილდოვა

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ  ჩაჩიბაიამ   მას გმირული  საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს,  წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის  მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა,  გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში  მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა.   უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა  და მაშველების მისვლამდე  მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის  რიგითი გოგა გოგლიჩაძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.

/</a></iframe>