ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„შევიტყვეთ ცხინვალიში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ბ. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

საფრანგეთი მოუწოდებს პასუხიმგებელ პირებს რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს რომლებმაც გამოწვიეს ბ. ტატუნაშვილის გარდაცვალება. იგი ასევე მოუწოდებს მათ განახორციელონ მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოყენებით.

საფრანგეთი კვლავ უცხადებს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მის მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში, განსაკუთრებით დიალოგის გაადვილებისა და ნდობის გაძლიერების საკითხებში. იგი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – წერია განცხადებაში.

">