ტარანტინოს ახალ ფილმს მარგო რობიც უერთდება

კვენტინ ტარანტინო ახალი ფილმის გადაღებას აპირებს, რომლის სახელწოდებაც იქნება Once Upon A Time In Hollywood. ლეგენდარული რეჟისორის ახალი პროექტი 1960-ანი წლების გახმაურებული მოვლენების შესახებ იქნება მოთხრობილი და ტარანტინო საკმაოდ შთამბეჭდავ სამსახიობო ანსამბლს გვთავაზობს.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ კვენტინის მერვე ფილმში ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ახლა უკვე დადასტურებული ინფორმაციით გვინდა გაცნობოთ, რომ მათ მსახიობი მარგო რობიც უერთდება.

სცენარის მიხედვით ფილმში იმ პერიოდის ყველაზე ხმაურინი დანაშაულის შესახებაც იქნება გადმოცემული, კერძოდ ჩარლზ მენსონის და მისი ოჯახის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობები, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლიც ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის მეუღლე შერონ ტეიტი გახლდათ.

სწორედ ამ რეალურ პიროვნებას განასახიერებს მარგო რობი. რობისთვის და დიკაპრიოსთვის ეს მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება მას შემდეგ რაც მათ ერთად იმუშავეს სკორსეზეს ფილმისთვის „უოლ სტრიტის მგელი“. მოკლედ ტარანტინოახალი ფილმი, რომლსი გადაღებებიც ზაფხულში დაიწყება გარდა იმისა, რომ რეალურ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული, ასევე ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავების მონაწილეობით გაგვანებივრებს.

">