თანხვედრა რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზთან, ქვეყნისთვის საზიანო, გაუგებარი – ექსპერტები ზურაბიშვილის განცხადებას აფასებენ

პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს, ექსპერტების და ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. ანალიტიკოსების თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კრემლის მესიჯებს ემთხვევა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჟენევასა და ჰააგაში გამოიყენებს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს.

ბათუ ქუთელია-ის სურათის შედეგი

„ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, გარდა იმისა, ერთი ერთში თანხვედრაშია რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზთან… აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას, არ შეესაბამება რეალობას, არის მტკნარი სიცრუე და ასევე ადასტურებს იმას, რომ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე ან კონკრეტულ პოლიტიკურ შეკვეთაზე არის მორგებული სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ბოლომდე არის დაკნინებული,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

გაუგებარს და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას პაატა გაფირნდაშვილი. ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მუდმივად უნდა აკეთონ განმარტებები და ქვეყნის რეალური პოზიცია გააჟღერონ.

პაატა გაფრინდაშვილი-ის სურათის შედეგი

„ზურაბიშვილმა გააკეთა მორიგი, ერთის მხრივ გაუგებარი, მეორეს მხრივ საზიანო განცხადება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი ამ თანამდებობაზე ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც დიდი გონივრულობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ასეთ დროს აუცილებლად კეთდებოდეს შესაბამისი რელევანტური განცხადებები პროაქტიურად, სადაც ობიექტური და სამართლიანი პოზიცია გაჟღერდება ჩვენი ქვეყნის,“ – აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

განცხადება გააკეთა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა. ნოდარ ხარშილაძე პრეზიდენტის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილი ჟენევის ფორმატის გადახედვის წინადადებით გამოვიდა.

ნოდარ ხარშილაძე-ის სურათის შედეგი

„ეს ყველაფერი, რასაც ის ამბობს ტყუილია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მეორე კიდევ, მავნებლობაა ქვეყნისთვის. ჟენევის ფორმატი, რომელზეც ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ რუსებთან მარტო არ ვჯმდარიყავით და ამერიკელი და ევროკავშირი მოგვეყვანა, ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რუსებთან მარტო ჯდომა რას გვაძლევს, კარგად ვნახეთ გაზპრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წამგებიანი ხელშეკრულებები რომ გაგვაფორმებინეს,“ –  აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე.

სალომე ზურაბიშვილმა კვლავ დაადასტურა, მისივე განცხადების შინაარსი, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრება სააკაშვილს და არა ქვეყანას.

">