თამარ ტალიაშვილი: „ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა – თამარ ტალიაშვილმა, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მელუასთან და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან – ნინო თვალთვაძესთან ერთად, ბრიუსელში ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

,,ასეთი მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,“- აღნიშნა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დამსწრე საზოგადოებას იმ პოზიტიურ როლზე ესაუბრა, რასაც ევროპის კავშირი ასრულებს საქართველოში.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიღწევისა და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას გაუსვა ხაზი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

">