თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისპირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილიოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება,სადაც ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish committee) ისრაელის სახელმწიფოსშექმნის 70 წლის იუბილის საპატივსაცემოდგამართულ ფორუმში მონაწილება მიიღო.

მასშტაბური ღონისძიება, რომელიც იერუსალიმშიგაიმართა, გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანიმონაწილით და მასში, ძირითადად, ამერიკელიებრაელები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემოფიციალური შეხვედრები გამართა: ისრაელისსახელმწიფოს ქნესეთის ვიცე-სპიკერთან დასაქართველოსთან მეგობრობის ჯგუფისთავმჯდომარესთან ხილიკ ბართან, ქნესეთისწევრებთან დევიდ ბიტანთან და ორი ლევისთან,ამერიკულ-ებრაული კომიტეტის აღმასრულებელდირექტორთან დევიდ ჰარისთან, პარტიაქულანუს მმართველობის წევრ აქრამ ხასონთან დამშენებლობის მინისტრის მოადგილესთან ჯეკილევთან.

საქართველოს პარლამენტსა და ისრაელისქნესეთს შორის თანამშრომლობა, როგორცპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების,ინვესტიციების თუ ტურიზმის გაღრმავებისკუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მათთანმჭიდრო ურთიერთობები და მხარდაჭერა ჩვენშესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთკონკრეტული პროექტები”, – განაცხადა თამარჩუგოშვილმა.

შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები იყო:შრომითი მიგრაცია, რომელთან დაკავშირებითაცქნესეთის დელეგაცია საქართველოს ეწვევა;ისრაელის ფინანსთა მინისტრის საქართველოშივიზიტის მომზადება; ქნესეთის ორგანიზებით,ისრაელთან მეგობრობის ჯგუფებისხელმძღვანელების ისრაელში ვიზიტი;მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობისმნიშვნელობა; ტურიზმი; ინვესტიციები და უვიზომიმოსვლა.

„მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ურთიერთობებისგაღრმავებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ესშეხვედრები აისახება ჩვენ ქვეყნებს შორისთანამშრომლობის კონკრეტულმიმართულებებზე”, – განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარჩუგოშვილმა.

/</a></iframe>