თალაკვაძე: ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

„ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება“, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია დავით ჭიჭინაძის განცხადებები ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკისა და სხვა კოლეგების მისამართით.

დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

/</a></iframe>