“UEFA-ს წარმომადგენლებო და პრეზიდენტო, მინდა, უკრაინაში დაგპატიჟოთ და ეს განახოთ…” – ანდრეი შევჩენკომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ Uefa-ს მიმართა. როგორც ლეგენდარულმა თავდამსხმელმა განაცხადა, რუსული გუნდების დაბრუნება მიუღებულია.
“პირველ რიგში, მინდა ში დავპატიჟო ისინი, ვინც Uuefa-ში გადაწყვეტილებებს იღებს. კომიტეტი, აღმასრულებელი კომიტეტი, თავად პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.
მინდა ვაჩვენო უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ის მხოლოდ უარესდება. რუსული გუნდების ევროპაში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს”, – განუცხადა შევჩენკომ Sky Sports News-ს.