TBC აცხადებს, რომ მუშაობს აპლიკაციაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად

ბანკის“ მომხმარებლები, დღეს, 5 დეკემბერს, დილიდან, ონლაინ საბანკო სერვისების გამოყენებისას ხარვეზებზე იტყობინებიან.
მათი თქმით, ბანკის მობილურ აპლიკაციაში ვერ ახერხებენ სხვადასხვა ოპერაციის, – მაგალითად, გადარიცხვის, – შესრულებას.
ასევე მიუწვდომელია ტერმინალებით გადახდა სავაჭრო ობიექტებში, ბარათზე თანხის არსებობის მიუხედავად.
არის შემთხვევებიც, როცა აპლიკაციაში ბალანსად მომხმარებლებს 0,00 ლარი უჩანთ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში თანხა აქვთ ანგარიშზე.
როგორც ბანკში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას და მიმდინარეობს სამუშაოები მის აღმოსაფხვრელად.