NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს, სკოტი პიპენს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს, Chicago Bulls-ის ლეგენდას, სკოტი პიპენს ყოფილი მეგობარი ქალი შივეტ ვალენტაინი გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ადევნებაში ადანაშაულებს.
სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ვალენტაინს “ტანჯვა მიაყენეს” პიპენმა, მისმა ძმამ კარლმა და ცოლმა ლარსამ.
ვალენტაინის თქმით, მას კალათბურთელთან ურთიერთობა 1987-1993 წლებში, სხვადასხვა სიხშირით ჰქონდა. ქალის თქმით ურთიერთობის დასრულების მიზეზი სკოტისა და კარლის მიერ მისი გაუპატიურება გახდა.
როგორც ბრალმდებელი ამბობს, გაუპატიურების შემდეგ მან გააჩინა შვილი დევონტ პიპენი.
საქმეში ასევე აღწერილია სექსუალური შევიწროებისა და ადევნების რამდენიმე ეპიზოდი.
ვალენტაინი $250 000 000-ს პიპენისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და Chicago Bulls-ისგან ითხოვს.
პიპენი 1990-იანი წლების NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელმაც Сhicago Bulls-სთან ერთად 6-ჯერ გახდა ჩემპიონი. არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.