Lufthansa ბორტგამყოლებს ხელფასებს 16,5%-ით გაუზრდის

გერმანულმა ავიაკომპანია Deutsche Lufthansa-მ მიაღწია შეთანხმებას პროფკავშირთან დაახლოებით 19 000 ბორტგამყოლის ხელფასის საკითხზე, აცხადებენ კომპანიაში.
ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბორტგამყოლთა ხელფასს 16,5%-ით გაზრდის და ინფლაციის კომპენსაციის სახით, მათ 3 ათას ევროს გადაუხდის.
შეთანხმების პირობები იმოქმედებს მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე. მოლაპარაკებები ჯამში ხუთ თვეს გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ