Human Rights Watch-ი: ოქტომბერში ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება გამოიწვია რაკეტის გაშვებისას შეცდომამ

ოქტომბრის შუა რიცხვებში ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის გამოკვლევით, ალბათ გამოიწვია რაკეტის გაშვებისას დაშვებულმა შეცდომამ.
უშუალოდ აფეთქება გამოიწვია სარაკეტო მასალამ, რომელსაც ჩვეულებრივ პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ, აცხადებს Human Rights Watch-ი, რომელმაც ფოტო, ვიდეო, თანამგზავრებით გადაღებული სურათები და ასევე თვითმხილველების და ექსპერტების მონათხრობი გაანალიზა.
17 ოქტომბრის აფეთქებას ალ-აჰლის საავადმყოფოსთან, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, აღშფოთება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ არ აქვთ კავშირი აფეთქებასთან, და რომ მიზეზი პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა იყო.
პალესტინელების აზრით, აფეთქების მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდასხმა იყო.