GWP: ავარიის გამო ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

GWP-ს ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია ამის მიზეზად ავარიულ შემთხვევას ასახელებს.
“დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა”. – წერია განცხადებაში.
განცხადებაში კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ადგილზე მობილიზებული ტექნიკური ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს მაგისტრალური ქსლის წყლისგან დაცლის შემდეგ დაიწყებს.
“წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს”. – წერია განცხადებაში.