Apple ავტომობილების წარმოებას გეგმავს – Apple Insider

Apple თვითმართვადი მანქანის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა, შემდეგ თარიღმა 2026 წელს გადაინაცვლა, ახლა კი – 2030 წლამდე. ამის შესახებ Appleinsider-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Apple Car ათწლეულის ბოლოს გამოჩნდება, უფრო კონკრეტული დრო მითითებული არ არის. ცნობილმა ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ აღნიშნა, რომ პროექტი ჯერ კიდევ არ არის პერსპექტიული და გამოთქვა ეჭვი, რომ Apple Car შეძლებს მასობრივ წარმოებას უახლოეს წლებში. 2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple Car გუნდი დაიშალა და მანქანის 2026 წელს გაშვება საფრთხის ქვეშ იყო.
სტატიაში ნათქვამია, რომ Apple Car და Vision Pro-ის გაძლიერებული რეალობის ყურსასმენები შეიძლება კომპანიის შემდეგი რევოლუციური პროდუქტები იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ