“ჰეროინი”, “კოკაინი”, “მეთადონი”, “ამფეტამინი” – ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ., 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. და 1984 წელს დაბადებული მ.თ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს., რომელსაც სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრ. “ჰეროინი” შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების – ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, “ექსტაზი”, “მარიხუანა” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი” ამოიღეს.
ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”, “მარიხუანა” და “პსილოცინი”.
შსს-ს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები “კოკაინი”, “მდმა”, “მეთადონი”, “ამფეტამინი” და “ლსდ” ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელიც მან ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს “მარიხუანა” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი” ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობას, საქართველოში უკანონოდ შემოტანას, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას გულისხმობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.