ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში 2.5 მლრდ ადამიანზე ახდენს გავლენას – Greenpole

ჟურნალში Lancet Planetary Health გამოქვეყნდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ურბანულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 86%-ს, 2,5 მილიარდ ადამიანს, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შვიდჯერ აღემატება. ამის შესახებ Greenpole წერს.
დაბინძურებული ჰაერის მომაკვდინებელი ნაწილაკები „არაპროპორციულად და სისტემატურად“ აზიანებს ფერადკანიანი ამერიკელების ჯანმრთელობას, ნათქვამია კვლევაში
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 13 000-ზე მეტი ქვეყნიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის გამო 2019 წელს 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ძირითად დამაბინძურებლად მტვრის მყარი ნაწილაკები (PM 2,5) გვევლინება. ეს არის მცირე ზომის მყარი ან თხევადი ნაწილაკები, რომელიც სასუნთქი სისტემის მეშვეობით მარტივად ხვდება ორგანიზმში. მკვლევართა შეფასებით, შესაძლებელი იყო გარდაცვლილთა მესამედის გადარჩენა, ქალაქებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის მყარი ნაწილაკი, მით უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ორგანიზმისთვის. მაგალითისთვის განვიხილოთ PM 2,5 – მოცემულის დიამეტრი 2,5 მიკრომეტრი ან კიდევ უფრო ნაკლებია, რაც მის ფილტვებსა და სისხლძარღვებში მოხვედრას ამარტივებს.
მსოფლიოს წამყვანი კომპანიები პასუხისმგებელნი არიან ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ მილიონობით სიკვდილზე, რომლის მსხვერპლიც ძირითადად ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობაა
მიჩნეულია, რომ დაავადებების წამყვანმა, გარემოსდაცვითმა რისკ-ფაქტორმა, მტვრის მყარმა ნაწილაკებმა, შესაძლოა დააზიანოს გული და ფილტვები, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რესპირატორული ინფექციები, ფილტვის კიბო, გაამწვავოს ასთმა და სხვა. კვლევითი ჯგუფის ცალკეულ სტატიაში, რომელიც ჟურნალის ამავე ნომერში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2019 წელს ბავშვებში ასთმის 2 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ ჰაერის დაბინძურების შედეგადაა გამოწვეული.
წყარო: Greenpole

ასევე დაგაინტერესებთ