ხმაური ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს და ბოთლები ესროლეს

ბოთლების სროლა, გინება და ჩხუბი ს საკრებულოში – სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გახარიას პარტიის და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებები გახდა. მმართველი პარტიის აგრესია ოპოზიციის კითხვას მოჰყვა. პარტია “საქართელოსთვის” წევრი აკაკი ღვინიანიძე დაინტერესდა, იყო თუ არა იმ ტერიტორიებზე, სადაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა, იყო თუ არა გათვალისწინებული ადგილები ავტოსადგომებისთვის.
ოპოზიცინერი დეპუტატის კითხვამ “ქართული ოცნება” გააღიზიანა. ჯერ ერთმანეთი გალანძღეს, შემდეგ კი ბოთლები ესროლეს. მამაკაცი დეპუტატების გაშველება ქალ დეპუტატებს მოუწიათ.
მომხდართან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე მხარეებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
tvpirveli

ასევე დაგაინტერესებთ