“ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი” – გერმანიის ელჩმა თბილისის კინოფესტივალზე ილაპარაკა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანული პროგრამა გერმანის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა, ლაურა ჰარტცმა წარადგინეს.
ფიშერმა თავის სიტყვაში ქართული კულტურის დღევანდელობაზე ილაპარაკა.
“როგორც შილერი წერდა, ხელოვნება თავისუფლების შვილია და იგი მოითხოვს, რომ მის წესებსა და რეცეპტებს სულიერი და არა მატერიალური საჭიროებები განაპირობებდეს.
განხილვაში “უნდა თუ არა იყოს ხელოვნება თავისუფალი”? – პასუხია, რომ [ხელოვნება] უნდა იყოს თავისუფალი”. – თქვა გერმანიის ელჩმა.
ელჩმა ასევე საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი ინტეგრაცია უსურვა და თქვა, რომ “ევროკავშირის წევრობა შეუსრულებელი ამოცანა არ არის, პირობები კი შავით თეთრზე წერია”.
გერმანიის ელჩმა ასევე მაყურებელს შეახსენა, რომ 2023 წელს ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ გოეთეს მედალი მიიღო.
გერმანული კინოს პროგრამა სახელად Made In Germany თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული სექციაა.
წლევანდელ სექციაში შემდეგი გერმანული ფილმებია წარმოდგენილი:
· Afire – Christian Petzold, Germany 2023, 103’
· Music – Angela Schanelec, Germany/France/Serbia 2023, 108’ Shellac
· Perfect Days – Wim Wenders, Japan/Germany 2023, 123’ A One
· The Peppercorns and the Secret of the Deep Sea – Christian Theede, Germany 2021, 94’
· The Teachers’ Lounge – Ilker Çatak, Germany 2023, 94’
· When Will it be Again Like it Never Was Before – Sonja Heiss, Germany/Belgium 116’