ხაბეიშვილი: არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?

არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ, რომ კიდევ ერთხელ დავძახოთ: საქართველოს გაუმარჯოს? რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ ცუდები ვართ, რომ არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არასდროს დავნებდებით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ამოგვიყვანია ეს ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც ასევე დავამარცხებთ, ასევე ავაშენებთ, ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები. დიდება საქართველოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პუტინის ტყვეს!