წყალდიდობა და მეწყერი ტანზანიაში | დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

ჩრდილოეთ ტანზანიაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 47 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 85, თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის ძალისხმევის გაზრდის განკარგულება გასცა.
წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.