წამყვანი ამერიკული კომპანიები AI-ის რისკების წინააღმდეგ შექმნილ უსაფრთხოების კონსორციუმს შეუერთდნენ

-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა 200-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის მონაწილეობით უსაფრთხოების ახალი კონსორციუმის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ გავრცელებაზე იმუშავებს.
კონსორციუმში ისეთი ცნობილი კომპანიები არიან, როგორიცაა OpenAI, Google, Microsoft, Meta, Apple, Amazon და Nvidia. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის ფარგლებში შექმნილი კონსორციუმი მიზნად ისახავს უსაფრთხო და საიმედო ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და გავრცელებას.
განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონსორციუმი გააერთიანებს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს, მომხმარებლებს, აკადემიკოსებს, სახელმწიფო და ინდუსტრიის მკვლევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კონსორციუმის წევრი კომპანიები და ორგანიზაციები მოწინავე არიან ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და ტექნიკის შექმნისა და გამოყენების საქმეში.
კონსორციუმი ხელს შეუწყობს ისეთი ქმედებების განხორციელებას და დირექტივების შემუშავებას, შესაძლებლობების შეფასების, რისკის მართვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი სტანდარტების განსაზღვრასა და ინსტრუმენტების შემუშავებაში, რომელიც საჭიროა რისკების შესამცირებლად და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენებისთვის.
კონსორციუმში მონაწილე კომპანიებს შორის ასევე არიან: Anthropic, Palantir, Intel, IBM, Cisco Systems, Qualcomm, JPMorgan Chase, Bank of America, Citigroup, Mastercard და Visa

ასევე დაგაინტერესებთ