ცვლილებები ბუნებრივი გაზის ბაზარზე – რა ვალდებულების შესრულება მოუწევს სახელმწიფოს?

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. შედეგად, უნდა გაიხსნას ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟა, გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები კი უნდა განცალკევდნენ. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ