ჩუღურეთის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს წყალი რამდენიმე საათით შეუწყდება | GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, სანქტ-პეტერბურგის ქ. N84-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ.
კომპანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 ნოემბერს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში – სანკტ-პეტერბურგის ქუჩას, აღმაშენებლის გამზ. N84.
გარდა ამისა, დღეს კომპანია ნომებრის რაიონში, კისისხევის ქ.N19-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. რის გამოც 30 ნოემბერს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში – სტურუას N 2-30 (ლუწებს), კისისხევის და მახალდიანის ქუჩებს, მესხის პირველ შესახვევს.
ასევე – საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N17-თან წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკური სამუშაოების გამო 30 ნოემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში- ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ალექსანდრე ბასილაიას, იყალთოს, გორის ქუჩებს.