ჩინეთი ადამიანებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით გააკონტროლებს

ჩინეთში ბლოკჩეინის ტექნოლოგია 1,4 მილიარდი ადამიანის იდენტიფიკაციისა და ვინაობის დასადგენად იქნება გამოყენებული. მონიტორინგი BSN-ზე დაფუძნებული სერვისის ქსელის წყალობით განხორციელდება.
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო სათავეში ჩაუდგა პროგრამას სახელწოდებით RealDID. ინიციატივამ მონაცემთა კონფიდენციალურობის დამცველების შეშფოთება უკვე გამოიწვია.
RealDID სერვისის გაშვება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ და შევიდნენ საიტებზე ინტერნეტში სრულიად ანონიმურად DID მისამართების და პირადი გასაღებების გამოყენებით. ამავდროულად, მათ გარანტირებული აქვთ, რომ ბიზნეს მონაცემები და ტრანზაქციები არ იქნება დაკავშირებული პირად ინფორმაციასთან.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ BSN მსოფლიოში პირველი დეცენტრალიზებული ეროვნული დონის სახელების იდენტიფიკაციის სისტემაა. BSN China-ს ჩინეთის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი China Mobile-თან და China UnionPay-თან თანამშრომლობით მართავს. საერთაშორისო ოპერაციებს BSN Global აკონტროლებს, რომელიც ცალკე კომპანიაა.
ჩინეთის 6 წამყვანი სოციალური ქსელი, მათ შორის WeChat, Sina Weibo, Douyin, Kuaishou, Bilibili და Xiaohongshu, კონტენტის შემქმნელებს, რომლებსაც 500 ათასზე მეტი ან 1 მილიონი აბონენტი ჰყავთ, სთხოვს, რომ საჯაროდ აჩვენონ გამომწერების ნამდვილი სახელები და ინფორმაცია ფინანსური მხარდამჭერების შესახებ. სახელმწიფო მედია ამბობდა, რომ ეს ნდობის გაზრდისა და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად გაკეთდა.

ასევე დაგაინტერესებთ