შტორმი შავ ზღვაზე – აჭარასა და სამეგრელოში სახლები დაიტბორა, პლაჟთან მდებარე კაფე-ბარები და საფეხმავლო ბილიკები კი განადგურდა

სტიქია დასავლეთ საქართველოში. ძლიერმა შტორმმა, რომლის სიძლიერემ 8 ბალს მიაღწია განსაკურებით შავი ზღვის სანაპირო დააზარალა. მოვარდნილმა წყალმა დატბორა ს ე.წ. ახალი ბურლვარის ტერიტორია. დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა. რთულია ვიტარება ქობულეთშიც, სადაც წყალმა ახალი ბულვარის ტერიტორია დაფარა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები სამეგრელოშიც. მოსახლეობა სტიქას საკუთარი ძალებით ებრძვის და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.