შოუბიზნესური ნათელ-მირონობა – ვინ არიან ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

· 198
ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ვინ ვისი ნათ­ლი­აა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ.
მომ­ღერ­ლე­ბი თიკა ჯამ­ბუ­რია და ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­კოს ნათ­ლი­ე­ბი არი­ან. თი­კამ და ნი­ნიმ პა­ტა­რა მა­რი­კო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნათ­ლეს, მა­შინ თა­ვა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის მხრივ ნინი ქარ­სე­ლა­ძის ნათ­ლია მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნია.
მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მაია ჯა­ბუა არი­ან. რო­გორც ნინი ამ­ბობს, რაც დედა, ეკა კა­ხი­ა­ნი ახ­სოვს, იმ დრო­ი­დან ახ­სოვს თამ­რი­კო და მაია, რომ­ლე­ბიც მისი მე­ო­რე დე­დე­ბი არი­ან. რო­გორც ნი­ნიმ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, სიმ­ღე­რის გარ­და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის­გან მას ტრავ­მე­ბიც და­ე­ნათ­ლა, რად­გან ხში­რად იღებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მებს და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ნაც­ნო­ბი სა­ხეა.

ცნო­ბი­ლი ნათ­ლი­ე­ბი ჰყავს ნი­ნის ქა­ლიშ­ვილს, ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძეს. მისი ნათ­ლი­ე­ბი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ქეთა თო­ფუ­რია, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არი­ან.
მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბე­რას ნათ­ლი­აა. ბერა მომ­ღე­რალ­მა პა­ტა­რა ასაკ­ში მო­ნათ­ლა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბოლო დროს სა­კუ­თარ ნათ­ლულ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს.
თა­ვად რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ნათ­ლუ­ლი ჰყავს, მისი ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან კახი კა­ლა­ძის უფ­რო­სი ვაჟი ლე­ვა­ნი­კო და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე ვაჟი გაბ­რი­ე­ლი. პა­ტა­რა ლე­ვა­ნი­კო 2011 წელს გაქ­რის­ტი­ან­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვაჟი კი 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ი­ნათ­ლა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია კა­კა­ბა­ძეც.
ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შვი­ლის ნათ­ლო­ბატი­კა­რა­ძის შვი­ლის ნათ­ლო­ბაბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის ბე­რუ­კას ნათ­ლი­ე­ბი კი პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან.
პი­ა­ნისტ თა­თია შა­რან­გი­ას მე­სა­მე ვაჟი ენ­დრიუ-ალე­სან­დრო შე­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის და ამ­ჟა­მად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მო­ნათ­ლა.
მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ოთხი ნათ­ლი­ი­დან, რომ­ლებ­მაც ფო­ტოგ­რაფ გოგა ჩა­ნა­დი­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი­ტა მო­ნათ­ლეს.
ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილს ლი­ლეს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ნათ­ლია ჰყავს, მათ შო­რის დე­დის და მა­მის მე­გობ­რე­ბი – ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ნინო ხოშ­ტა­რია და თიკა ფა­ცა­ცია, “მო­ამ­ბის” წამ­ყვა­ნი მა­რი­ამ ვა­შა­ძე, ასე­ვე მომ­ღე­რალ სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის მე­უღ­ლე, პრო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე.
მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი დუტა სხირტლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, სო­ფოს ნათ­ლი­აა. ეკას კი­დევ ერთი ნათ­ლუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მუ­ნა ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლია. ეკას სულ ოთხი ნათ­ლუ­ლი ჰყავს და ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხში­რად მას­პინ­ძლობს მათ.
მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა, რო­მე­ლიც 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მსა­ხი­ობ ლე­ვან ყო­ჩიშ­ვი­ლის ვა­ჟის ნათ­ლია იყო. ლე­ვა­ნი და კოტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­გობ­რობ­დნენ და ბო­ლოს და­ნა­თე­სავ­დნენ კი­დეც. ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი”.

ასევე დაგაინტერესებთ