„შიშველი იდეებით, უფულოდ, რევოლუციებიც კი არ ხდება და თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ რატომ აყაჩაღებდა ბანკებს სტალინი“ – ზურაბ გურული

-ში მცხოვრები ექიმი, სოციალურ ქსელში წერს:
„აქსიომები …
ამერიკაში მხოლოდ ორი ძირითადი პარტია იმიტომ არის, რომ არჩევნების მოგება ღირს ძალიან დიდი ფული და ამერიკაშიც კი არ არის საკმარისი ფული იმისათვის, რომ ყველას პოლიტიკურ ამბიციებს ეყოს.
ფული მარცხდება მხოლოდ ფულით და ფული იმარჯვებს ფულზე. ეს აქსიომა ერთნაირად უნივერსალურია ბიზნესისთვის, პოლიტიკისთვის და ომისათვის.
შიშველი იდეებით, უფულოდ, რევოლუციებიც კი არ ხდება და თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ რატომ აყაჩაღებდა ბანკებს სტალინი და რა სახსრებით ცხოვრობდა ლენინი შვეიცარიაში.
არცერთი იდეა არ არის ღირებული, თუ მისი ფულადი კონვერტაცია შეუძლებელია. ეს აქსიომა ერთნაირად უნივერსალურია მეცნიერების, ბიზნესისა და პოლიტიკისათვის.
P.S. აქსიომა თეორემა არ არის. ამიტომ მტკიცებულებით კამათს აზრი არა აქვს“