თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.