შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს მალავს | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება.
მისივე თქმით, შავ ზღვაში ახლა ინიციატივა ს აქვს და “დაბნეული მტერი ცდილობს მისი საბრძოლო გემები დამალოს”.
“პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ზელენსკიმ განმარტა, რომ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა შესაძლებელია, რაც საზღვაო საექსპორტო დერეფნების ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.
შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეა 13 ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, ბულგარეთს, სომხეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.