ყავა Jacobs-ის მწარმოებელი EU-ს სანქციების შემდეგ რუსეთში ბიზნესის გაგრძელებას ეჭვქვეშ აყენებს

Jacobs-ის ბრენდის მფლობელი კომპანია JDE Peet's-ი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალმა სანქციებმა ს ფედერაციაში მათი ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა შექმნა, რამაც აქციების რეკორდული დაცემა გამოიწვია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გასულ აგვისტოში JDE Peet's-მა განაცხადა, რომ რუსეთში იმუშავებს, როგორც ცალკე ბიზნესი და გაყიდის მხოლოდ ადგილობრივ ბრენდებს.
თუმცა, დეკემბრის ევროკავშირის სანქციების პაკეტის ზოგიერთმა ელემენტმა, რომელიც ძალაში შედის 2024 წლის ივნისში, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათზე, ვინც ამ აქტივებს აკონტროლებს.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ JDE Peet's “დარწმუნებული არ არის, შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს კონტროლი რუსულ ბიზნესზე” ახალი სანქციების გამო, რაც აუარესებს მის პერსპექტივას 2024 წლისთვის.
ყავის გიგანტის აქციები ადრეულ ვაჭრობაში უკვე 6.8%-ით დაეცა 21.60 ევრომდე.
კომპანიის თქმით, საერთაშორისო პროდუქციის გაყიდვების შეჩერების გავლენა გაურკვეველია. მაგრამ აღნიშნა, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზრისთვის Jacobs-ის ბრენდის რებრენდინგმა გამოიწვია კომპანიის 185 მილიონი ევროს ოდენობით გაუფასურება

ასევე დაგაინტერესებთ