ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ ფინალში გავიდნენ

საქართველოს რაგბის ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43:5 დაამარცხა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
„რაგბი ევროპის“ ფინალი პარიზში 17 მარტს გაიმართება.
მთავარ ფოტოზე: კადრი მატჩიდან/ირაკლი ტყემალაძე

ასევე დაგაინტერესებთ