“ფული და ქოცებთან დალაგებული ბიზნესები” – ყოფილი წევრების ბრალდებები პარტიის მენეჯმენტს

არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო #ერთიანინაციონალურიმოძრაობის დღევანდელი მენეჯმენტის ბრალდებები ჩვენს მიმართ, ვინც ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი შიდა პარტიული არჩევნებისას. დიახ, ჩვენ მე და Nato Usenashvili გვქონდა განსხვავებული აზრი და მხარი დავუჭირეთ #ნიკამელიას. თუმცა დღემდე არასოდეს არ მოგვიხსენიებია პარტია იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა პარტიიდან წასვლის შემდეგ პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე. ყველა დაინტერესებულ პირს კარგად გახსოვთ 2% პარტიას უწოდებდა პარტიას და ბოლო სიტყვებით ლანძღავდა კეზერაშვილს, თუმცა დღეს მათი მონამორჩილია. ასეთ პარტიაში, სადაც იდეა კი არ მართავს მასში გაერთიანებულ ხალხს არამედ ფული და ქოცებთან დალაგებული ბიზნესები ჩვენი ადგილი არ არის და ვერ იქნება. ხალხში გამეფებულ ნიჰილიზმს მარტო ქოცებს ნუ დავაბრალებთ. ოპოზიციამ, კერძოდ ენმ- ამაც არანაკლები წვლილი შეიტანა. როცა ხარ ოპოზიციაში, მოდის არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და გიყურებს , როგორ მდუმარედ ზიხარ მთელი სადეპუტატო პერიოდი, როგორ ილაგებ ბიზნესებს , შეხმატკბილებულად უნისონში ხარ ქოცებთან – ამის არ დანახვა შეუძლებელია. ასეთი დეპუტატების გვერდით ვერ ვიქნებით. გუშინ #გიორგიბოტკოველის და სხვა დროს #ლევანბეჟაშვილის კომენტარებს მინდა ვუპასუხო. თქვენ სიღნაღში გყავდათ 9 საკრებულოს დეპუტატი. ახლა გყავთ 7 მდუმარე, ოპოზიციაში გამდიდრებული, ბიზნესებდალაგებული დეპუტატი, მდუმარენი, როგორც თქვენს წინაშე, ასევე მდუმარენი საკრებულოს სხდომებზე. ჩვენ სულ სხვა მიზნებისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, ჩვენ არ ვართ გასვრილები არც თქვენთან და არც ქოცებთან, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი აზრი, რომლის ხმამაღლა დაფიქსირებას წინ ვერავინ დაუდგება. შეხედეთ თქვენი 7 დეპუტატის ფეისბუქ გვერდებს, ვერავინ მიხვდება, რომ პირადი ბედნიერების გარდა სხვა რამ ადარდებთ. თქვენ ასეთი თანამოაზრეები გაწყობთ. #გიორგიბოტკოველი #ლევანბეჟაშვილი არჩევნებიდან არჩევნებამდე ღვთისანაბარა მიტოვებულები ვიყავით. არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხები სად მიდიოდა გაურკვეველი იყო. მეტიც, წლობით დაგროვებული აგიტატორების ხელფასები ჩვენ გადაგვახდევინეთ. ანაზღაურების გარეშე დარჩენილი აგიტატორი კიდევ გენდობა ? მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება #ნიკამელიას წინააღმდეგ. საიდუმლო სერობებს მართავდით და არ გვეძახოდით და ახლა გვეუბნებით არ იყავით ენმს ფერხუში ჩართულებიო. სად გქონდათ ფერხული? პირადი ბიზნესების ფერხულს გულისხმოთ ალბათ. ერთ–ერთი საკრებულოს დეპუტატის პაპის გასვენებაში დაიგეგმა Nato Usenashvili ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადარჩევა #ლევანბეჟაშვილის მითითებით და ამას ფრაქციის გადაწყვეტილებას ეძახით? გასაიდუმლოებულად, ჩუმად, მალულად, რომ ჩაატარეთ. ასევე მალულად ჩაატარეთ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის “არჩევნები” და დანიშნეთ ის, ვინც არჩევნებზე თავისი პლაკატის დაბეჭდვა, გაკვრაზეც კი უარი თქვა. სად იყო მანამდე? დაურეგისტრირებელი ბიზნესები, რესტორნები და აუზები და ა. შ სიღნაღში, ძალიან ყვირის . ყველა ხედავს და ყველამ იცის. ჩვენ, შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, თქვენმა მდუმარე 7-ეულმა თქვენივე მითითებით დაგვაიგნორა, დავტოვეთ ფრაქცია. შემდეგ გვეძახეთ წადით, წადითო და ახლა , როცა პარტიიდან წასვლის განცხადებას ვაკეთებთ, მოღალატეებს გვიწოდებთ. ვის ვუღალატეთ? საკუთარ სინდისს არ უნდა ვუღალატო, ასე გაგვზარდეს. ძალიან კარგად ვიცით ერთგულების ფასი და ისიც ვის და რას უნდა ვუერთგულოთ. ერთგულების ფასი როგორ გესმით #დარეჯანცხვიტარიას მაგალითზე დავინახეთ. დიახ, ვტოვებთ #ერთიანნაციონალურმოძრაობას Nato Usenashvili და Nona Niniashvili , რადგან ის აღარაა ვარდების რევოლუციის იდეის მატარებელი. პარტია გაივსო მედროვეებით და პირადი ბიზნესების დალაგებით ორიენტირებული ხალხით. ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეა, სადაც იდეებია, სადაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა. P.S. მანდატების დატოვება არც ახსენოთ. ზოგიერთი ისე მოხვდა საკრებულოში სახლიდან გარეთ არ გამოსულა , ოჯახის წევრებსაც არ მიუციათ ხმები.