ფრესკაში ჩაჭედებული ლურსმანი და ზედ დაკიდებული ხატი | ვანდალიზმი ხაშმის ტაძარში

ვანდალიზმი, დაუდევრობა თუ უპასუხისმგებლობა – ხაშმის ტაძარში უნიკალური ფრესკები ნადგურდება. საუკუნეების წინანდელ კედლის მხატვრობაზე ხატები მიაჭედეს. ირკვევა, რომ ეს ფაქტი უკვე წლებია თვალსაჩინოა, თუმცა ის არ აწუხებს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსს. მისივე დავალებით მონაზვნები ღიად ვერ საუბრობენ როდის და რატომ დააზიანეს უძველესი ძეგლი.